მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია

თეა წულუკიანი ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია

Published on

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა დაკავების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს – თეა წულუკიანი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია. ეს სკანდალური განცხადება იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.
 
"ჰააგაში ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა ყველას გვახსოვს აქ იყო, ეს არის ის სასამართლო, სადაც ის არის პროკურორი და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც მოხდა აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს,"-აცხადებს თეა წულუკიანი.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...