მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ გააქრეს სალომე ზურაბიშვილის ფოტოები საარჩევნო ბილბორდებიდან?

რატომ გააქრეს სალომე ზურაბიშვილის ფოტოები საარჩევნო ბილბორდებიდან?

Published on

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 და მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილი გააქრეს და a  მმართველი გუნდის მთავარი სახეებით ჩაანაცვლეს.
 
თავად სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტზე კომენტარებს არ აკეთებს . ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- განაცხადა ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში მისულმა ზურაბიშვილმa. სამაგიეროდ განცახდებებს განცხადებებზე აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. 
 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მზად არის სალომე ზურაბიშვილის ბილბორდზე თვითონაც გამოჩნდს.
 
„მე გამოცხადებული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია – ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის…
 
მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები, – განაცხადა ჟორჟოლიანმა 
 
,,პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერების სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე გამოსახვა პოლიტექნოლოგიის თვალსაზრისით არათუ მისაღებია, არამედ ამ ხერხის გამოყენება ძალიან მომწონს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმების რაოდენობაში პოზიტიურად აისახება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.
 
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ღიად, ოფიციალურად უჭერს მხარს და არჩევნების პირველი ტურის დროს პარტიის ლიდერები ვიდეო-რგოლებში მონაწილეობდნენ.
 
„ეს ყველაფერი მეორე ტურის დროს ბილბორდებზე აისახა. არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ისეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების“ ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ.
 
 
რადიკალურად განსხვავდება არასამთავრობო სექტორის პოიცია. 
 
„დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე  ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი  საპრეზიდენტო კანდიდატის დამცირებაა:
 
"მეტად როგორღა უნდა დაამცირო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ ბანერებიდან საკუთარი სურათები ჩამოხსნევინო და შენი გააკრევინო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უთხრა რომ "ჩემს გარეშე არარაობა ხარ", ამიტომ მე მოვიგებ ამ არჩევნებს და დაგნიშნავ პრეზიდენტად,"-წერს გიორგი მშვენიერაძე.
 
 
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ქალაქებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო ბილბორდები გამოიფინა, სადაც კანდიდატის ნაცვლად  “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.
 

სიახლეები

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...