მთავარისიახლეებისაზოგადოებაფონიჭალაში, მეორე სართულზე, სადაც მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა...

ფონიჭალაში, მეორე სართულზე, სადაც მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან.

Published on

ირკვევა ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დამატებითი დეტალები და, რაცმთავარია, ჩნდება ინფორმაცია, რომ ნგრევაში დაშავდნენ არათუ უშუალოდ იმ ბინის პატრონები, სადაც აფეთქება მოხდა, არამედ  მეზობლებიც, თუკი დაშავება არის ის სიტყვა,რომელიც უფრო უარეს ვარაუდებს  
შეეფერება.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, მეორე სართულზე მდებარე ბინაში სავარაუდოდ, დედა-შვილი იმყოფებოდნენ, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს.
 
როგორც კუპატაძემ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ძებნას ახორციელებენ.
 
„საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება, შედეგად მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე ამ დროს იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ცოლი-ქმარი და შვილი, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნა, კიდევ ხომ არ არიან დაშავებულები და დაზიანებულები. სულ საავადმყოფოში ოთხი პირია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები, ეს სამშენებლო ფილა არის რთული კონსტრუქცია, უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და მისი აწევა“, – განაცხადა კუპატაძემ.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...