მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახათში მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მუქარასა და...

კახათში მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მუქარასა და დაშინების კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრეს [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეული შედეგის შემდეგ, მოსახლეობას გამარჯვების რწმენა დაუბრუნდა, ამიტომ ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს მოსახლეობა და წაართვას პირადობის მოწმობები, უსუსურობაა.
 
ზოდელავა, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ზუგდიდის სოფელ კახათში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებმა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მუქარასა და დაშინების კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრეს.
 
"ყველა ეს მცდელობა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, უსუსური მცდელობაა , რომ გატეხონ ადამიანები და მათი ნება დათრგუნონ, ეს არ მოხდება, წარმოუდგენელი ამბავია, რადგან ადამიანებს დაუბრუნდათ გამარჯვების რწმენა.
 
ხელისუფლება 28 ნოემბერს აპირებს იგივე გააკეთოს, რაც 28 ოქტომბერს გააკეთა. ხალხი კი გამარჯვებას აპირებს, მათ დაამარცხეს ჩინოვნიკები და ისინი არჩევნების მეორე ტურში უფრო მძიმედ, დიდი ანგარიშით დაამარცხებენ ხელისუფლებას.
 
რაც უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ“, ამ ისტერიით ისინი ძალიან სასაცილოები არიან, ვერ შეიცვლება ხალხის ნება. ბევრად მეტი ადამიანი აპირებს არჩევნებზე მისვლას. ყველას გთხოვთ, მოგიწოდებთ:  ყველანი მოდით არჩევნებზე და ყველა იმ საქციელზე, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადის, გაეცით კონკრეტული პასუხი და ეს პასუხი არის შემოხაზოთ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.
 
ეს არის ყველაზე მტკივნეული, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დაემართოს და ის ღირსია ეს დამართოთ"- თქვა ზოდელავამ.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...