მთავარისიახლეებიპოლიტიკაემიგრანტები არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნას აპროტესტებენ

ემიგრანტები არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნას აპროტესტებენ

Published on

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, ცესკომ ამ ნაბიჯით საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველთათვის ხელოვნური ბარიერი შექმნა. ემიგრანტების თქმით, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა ვერ შეძლებს ხმის მიცემას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საარჩევნო უბნების მუშაობის საკითხიც, რადგან კომისიის წევრები სამსახურებიდან გათავისუფლებას ვერ შეძლებენ. ემიგრანტები ავღანეთის მსგავსად საზღვარგარეთ მეორე ტურის ჩატარების თარიღად 26 ნოემბრის გამოცხადებას ითხოვენ:
ემიგრანტი ნინო ტალახაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომისიის წევრები ვერ შეძლებენ სახლში წასვლას და ღამის გათენება ქუჩაში მოუწევთ, რადგან ღამის 2-3 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზღვარგარეთ არ დადის.
 
„ჩვენ ასე ვთვლით, რომ ჩვენ ამით დაგვცინიან, ჯერ იმით, რომ 12 საათამდე ჯერ სამუშაო დღე, ეს არის თითქმის შეუძლებელი… ბევრი კომისიის წევრი უარს ამბობს და ეს არის ზუსტად ჩვენი გულის ტკივილი, რომ შეიძლება ძალიან ბევრი უბანი დაიხუროს იმის გამო, რომ არა მარტო კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე, დამკვირვებლებზე აღარ ვლაპარაკობ, ვერ წავლენ,“ – განაცხადა ნინო ტალახაძემ.
 
ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით ეს დღე უქმედ გამოცხადდება.
 
ოპოზიციის თქმით, საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. მათი განცხადებით,არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნას ისახავს მიზნად, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად მოახერხოს არჩევნების გაყალბება და ელექტორატის დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოახერხოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...