მთავარისიახლეებიპოლიტიკა2008 წლის ომი, იუსტიციის მინისტრის სკანდალური განცხადება და ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება...

2008 წლის ომი, იუსტიციის მინისტრის სკანდალური განცხადება და ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება – წულუკიანს გენერალი ყურაშვილი პასუხობს

Published on

სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტელეკამერასთან საკუთარი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასაცავად გამოჩნდა. 2008 წლის მოვლენების მთავარი მოწმე გაოცებულია, რადგან იმის მტკიცება უწევს, რომ ქართული ჯარი ქვეყანას იცავდა და მშვიდობისა და საკუთარი სახელმწიფოსთვის იბრძოდა. წლების შემდეგ კი სწორედ იმიტომ, რომ სამხედროები თავის პირველად მოვალეობას ასრულებდნენ, შესაძლებელია განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ. 
 
მამუკა ყურაშვილს დუმილი თეა წულუკიანის განცხადებამ დაარღვევინა. გუშინ იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის მონაწილე 25 ათასზე მეტ ჯარისკაცს და ხუთი ათასზე მეტ პოლიციელს უთხრა, რომ ნებისმიერი მათგანი შესაძლოა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.
 
იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებაში გენერალმა ძალიან საშიში თამაში დაინახა, თამაში რომელითაც ხელისუფლებამ გაწირა ჯარისკაცები, სამხედროები, ვინც 10 წლის სიცოცხლის ფასად საქართველოს იცავდა.
 
საკუთარი მოქალაქეებისა და სამხედროების შესაძლო გასამართლებას დღეს მწვავე რეაქცია მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.  ოპოზიცია ეჭვობს, რომ ქართული მხარე არამხოლოდ არ იცავდა თავის სამხედროებს, არამედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი ჰააგის სასამართლოს წინაშე პირისპირ არ აღმოჩენილიყვნენ. სწორედ ამიტომ, დღეს გრიგოლ ვაშაძემ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.
 
ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც უკვე წლებია ჰააგის სასამართლოში ქართველების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ მინისტრის განცხადებამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...