მთავარისიახლეებისამართალიპროვოკაცია, მუქარები - რას უპირისპირებს ხელისუფლება შვილმოკლული მამების სატკივარს

პროვოკაცია, მუქარები – რას უპირისპირებს ხელისუფლება შვილმოკლული მამების სატკივარს

Published on

ფეისბუქგვერდი „მამები სიმართლისთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე შვილმოკლული მამების აქციაზე პროვოკატორი შევიდა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის სურათის ჩამოხევა სცადა:
 
„დღეს პროვოკატორი შემოვიდა და სცადა თემირლანის სურათის ჩამოტეხვა, რაც  აქციის მონაწილეებმა შეამჩნიეს და შემდგომში ამერიკის დროშები ჩამოგლიჯა“.
 
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში  აქვენებს სტატუსს, რომელშიც ჩეჩნეთისადა ჩეჩნების გამასხარავების მცდელობებზე საუბრობს. 
 
„მოგესალმებით საზოგადოებას. მე მეამაყება ჩემი ჩეჩნეთი.მეამაყება ჩემი სამშობლო საქართველო. ვაინახი ერი მეამაყება და ქართველი ერი იმიტომ, რომ მე ორივე ერს მივეკუთნები. ოლიგარქ ბიძინას მირჩევნია მსოფლიო დონის პოლიტიკოსი სააკაშვილი (თუ გაინტერესებთ). მე არც ნაციონალი ვარ და არც სამარცხვინო – ქოცი. რაც შეეხება  ჩეჩნეთის „გამასხარავებას“  ეს არ გეპატიებათ უნამუსო ნაძირალებს, რომლებსაც კაცობა არ გაგაჩნიათ. მიდით, იყბედეთ რამდენიც გინდათ და როგორც გჩვევიათ ნომერ პირველი ტერორისტად გამოგვაცხადეთ თქვენ სინდის-ნამუს გაყიდულებო თქვენ, სხვა არაფერი მაინც არ გეხერხებათ ცილისწამების და ბავშვების სისხლის დაღვრის გარდა.

 
ზაზა სარალიძე, რომელიც   ბოლო დღეების განმავლობაში „ფეისბუქზე“ არაერთი მუქარის შეტყობინებას იღებს,  პროკურატურისგან მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დადგენას  ითხოვს.
 
ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომხდარზე საგამოძიებო უწყების მხრიდან, რაც შეიძლება დროული რეაგირება, რომ სარალიძის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
 
უფლებადამცველი ამ ფონზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მერიის მიერ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ამას კანონდარღვევად აფასებს. მერიაში კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო.
 
„ძალიან ბევრი განაცხადი და საჩივარი მაქვს შეტანილი, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა, მაგრამ უცილებლად საჩივარს შევიტან, თუ ესენი არ მოახდენენ რეაგირებას, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავ,“ – ამბობს ზაზა სარალიძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...