მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოხსენით თქვენი კანდიდატი, ხომ იცით, რომ არაფერი არ გამოვა" - პაატა ბურჭულაძის...

“მოხსენით თქვენი კანდიდატი, ხომ იცით, რომ არაფერი არ გამოვა” – პაატა ბურჭულაძის მიმართვა “ქართულ ოცნებას”

Published on

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის თქმით, საქართველომ უკვ აირჩია საკუთარი პრეზიდენტი და ის გრიგოლ ვაშაძეა. აღნიშნული განცხადება ბურჭულაძემ გორში ამომრჩ ეველთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა 6 წლის განმავლობაში ხალხის ნდობა სრულიად დაკარგა.
 
„ფაქტიურად, საქართველომ უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი, ამას უბრალოდ გაფორმება სჭირდება და პრეზიდენტი გვიზის აქ, ბატონი გრიგოლ ვაშაძე.
 
როგორ მოახერხა ამ მავნებელმა მთავრობამ, რომ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობა დაკარგა.
 
როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან.
 
როგორ მოახერხა, რომ აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია. როგორ მოახერხა რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში.
 
როგორ მოახერხა, რომ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოახერხა, რომ გადაიმტერა პოლიცია და ჯარი.
 
მე მინდა ვთხოვო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით, რომ არაფერი არ გამოვა. რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ ,,იავნანაში'' და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს.“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...