მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ანგარიშის ნაცვლად რაღაც სხვა წაიკითხა?: ,,ჩვენ დავამტკიცეთ,...

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ანგარიშის ნაცვლად რაღაც სხვა წაიკითხა?: ,,ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყველაზე უკეთ შეგვიძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ

Published on

დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი შეაფასა.
 
როგორც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა, ევროპარლამენტისგან მათ მოისმინეს ის დემოკრატიული მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია. კობახიძის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
 
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ევროპარლამენტის და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები იმის პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ.
 
სისტემური კორუფცია განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩავაბარეთ წარსულს, თუმცა რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებზე და ეს არის ის გამოწვევები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი განსაკუთრებული ინტერესისა და ზრუნვის საგანი",- განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...