მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას თაღლითობაზე, რომელიც ამჯერად ცესკოს სხდომის გადადებაში...

გიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას თაღლითობაზე, რომელიც ამჯერად ცესკოს სხდომის გადადებაში გამოიხატა

Published on

 

გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი ცესკოს მხრიდან, მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ცესკოში განაცხადა, სადაც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა, სხდომა გადაიდო.
 
„ყველანი მოვედით სხდომაზე დასასწრებად და გზაში ჟურნალისტმა დამირეკა, რომ სხდომა გადაიდო. სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც "ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მითუმეტეს, დღეს გამოქვეყნდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე. გამარჯვებას ვერ გამოგვტაცებენ ამ თაღლითური სქემებით ვერც ერთ შემთხვევაში", – განაცხადა ვაშაძემ.
 
როგორც ცნობილია, ცესკო-ში სხდომა, სადაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა გამოეცხადებინათ, 19:00 საათამდე გადაიდო ისე, რომ  საარჩევნო კომისიაში განმარტებები არ გაკეთებულა. 
 
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ცესკო ხელისუფლებასთან შეთანხმებით არჩევნების დანიშვნას 28 ნოემბერს, შუა კვირაში აპირებს. 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...