მთავარისიახლეებიპოლიტიკაEdison Research-ის კვლევა - შედეგებმა „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩააგდო და გააღიზიანა

Edison Research-ის კვლევა – შედეგებმა „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩააგდო და გააღიზიანა

Published on

Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, მმართველი გუნდი უნდობლობას უცხადებს. „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებმა პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ყველაზე მეტად გააღიზიანა.
 
ირაკლი კობახიძის უკმაყოფილება კი განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როცა ამერიკული კომპანიის მისამართით გამოთქმული უნდობლობის შემდეგ, „კურიერის“ ჟურნალისტმა „ფსიქოპროექტი“ და 28 ოქტომბრის წაგებული შედეგი შეახსენა.
 
Edison Research-ის კვლევებმა ხელისუფლების წარმომადგენლები დააბნია. თბილისის მერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაასწრო და კახა კალაძემ მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი ისე დაასახელა, რომ ჯერ არც ცესკოს სხდომა არ იყო გამართული და არც გადაწყვეტილება გამოცხადებული.
 
კახა კალაძე უნდობლობას იმ კომპანიას უცხადებს, რომლის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს უკვე რამდენიმე წელია, თითქმის, სრული სიზუსტით ემთხვევა და რომლის ეგზიტპოლით, კახა კალაძემ თბილისის მერობა პირველივე ტურში იზეიმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...