მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების ჩატარების თარიღის დასახელების გაჭიანურებას ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს

არჩევნების ჩატარების თარიღის დასახელების გაჭიანურებას ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს

Published on

არჩევნების ჩატარების თარიღის დასახელების გაჭიანურებას ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.დეპუტატები ამბობენ, რომ ცესკო და მმართველი გუნდი ცდილობს მეორე ტური შუა კვირაში დანიშნონ იმ მიზნით, რომ დასაქმებულმა ამომრჩეველმა საარჩევნო უბნებზე მისვლა ვერ შეძლოს.„სრულიად მიუღებელი იქნება, რომ სამუშაო დღეს დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, ეს იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლების მცდელობა, რომ ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს."ვიცით, რომ ყოველთვის ტარდება არჩევნები უქმე დღეს იმიტომ რომ მიეცეთ მოქალაქეებს შესაძლებლობა როგორც საქართველოში ისე უცხოეთში, რომ თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს მეტი ადამიანი დარჩეს სახლში, რადგან მათ იციან, რომ არჩევნების მეორე ტურში დამარცხდებიან.„ხელისუფლება ცდილობს მეტი ადამიანი დარჩეს სახლში, რადგან ისინი გრძნობენ მარცხის მოახლოებას“- ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.არჩევნების დანიშვნასთან კავშირს უარყოფს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად დამოუკიდებელი პროცედურაა, რომელზეც გადაწყვეტილება ცესკო-მ უნდა მიიღოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...