მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მებრძოლების გაყიდვა"...

„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მებრძოლების გაყიდვა” – დევი ჭანკოტაძე

Published on

„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- ამის შესახებ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს და „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის აზრით, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს ადამიანი, ვინც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ვამობდი, მთელი ცხავრება ვომობ, საქართველოს ინტერესებს ვიცავ, თუ დასჭირდა ჰააგის ტრიბუნალზეც გავალ და ჩემს სიტყვას ვიტყვი, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს. ის ადამიანები, ჩემი თანამებრძოლები, ვინც ომობდნენ, დაღუპული ბიჭების ოჯახები ასეთ დღეში არ უნდა იყვნენ. არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერალმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობა დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთის მთავრი ამოცანა იყო თბილისის აღება. ჭანკოტაძის განცხადებით, რომ არა საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ მათ მიერ დაწყებულ ომზე, ათასობით ადამიანს მძევლად აიყვანდნენ.

„2-დან 8-მდე უკვე ჩვენ გვყავდა 16 დაჭრილი სამხედრო და პოლიციელი, ორი მებრძოლი დაიღუპა… დაახლოებით, 15-18 ათასი ადამიანის გადარჩენა გვინდოდა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერლის თქმით, ტერმინი „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“, ლავროვისგანწამოვიდა.

დევი ჭანკოტაძემ ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც წითელუბნის დაბომბვას ეხებოდა.

„ბომბი წამოვიდა, ჩვენ ასეთი იარაღი არ გაგვაჩნდა, ეს იყო რუსების ნასროლი იმ მიზნით, რომ ჩვენი მზადყოფნა შეემოწმებინათ ბრძოლისთვის,“- განაცხადა ჭანკოტაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...