მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა გომესი: ,,ქართველ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი ...

ანა გომესი: ,,ქართველ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე”

Published on

ოლიგარქიული სისტემა თავის როლს ასრულებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხს შეუძლია საკუთარი ნების გამოხატვა – ეს განცხადება, ევროპარლამენტის დეპუტატმა პორტუგალიიდან, ანა გომესმა საქართველოს შესახებ საუბრისას გააკეთა.
 
დეპუტატი საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე დამკვირვებლის სტატუსით უკვე იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ის მეორე ტურსაც დაესწრება.
 
ანა გომესის თქმით, ქართველ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი  საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე.  
 
„საქართველო სწორ გზაზეა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დემოკრატიული თვალსაზრისითაც. ეს აჩვენა არჩევნების პირველმა ტურმა. მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც და გაუმჯობესებულია ატმოსფეროც და ხმის მიცემისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებიც. ოლიგარქიული სისტემა თავის როლს ასრულებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხს შეუძლია საკუთარი ნების გამოხატვა. ეს ვნახეთ პირველ ტურში და ძალიან ცუდი იქნება თუ ეს ატმოსფერო გაფუჭდება მეორე ტურის კამპანიის დროს. არ მგონია ეს საქართველოსთვის კარგი იყოს. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში დემოკრატიულ ძალთა ბალანსი მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული სისტემის ბუნება. ქართველი ხალხის გზავნილიც სწორედ ეს იყო. მათ მნიშვნელოვნად რომ არ მიაჩნდეთ, საარჩევნო უბნებზე არ მივიდოდნენ. ასე რომ ელექტორატმა იცის რა უნდა და მას უნდა მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება. ახლად არჩეული პრეზიდენტის როლი მთავრობასთან ერთად იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული პროგრესისთვის,“ – განაცხადა  ევროპარლამენტის დეპუტატმა, პორტუგალიიდან ანა გომესმა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...