მთავარისიახლეებიპოლიტიკაალეკო ელისაშვილი: ,,სამოქალაქო ომის, რუსთაველის დანგრევის, სამეგრელოს დაწიოკების ჭრილობები ბოლომდე მოშუშებული არაა....

ალეკო ელისაშვილი: ,,სამოქალაქო ომის, რუსთაველის დანგრევის, სამეგრელოს დაწიოკების ჭრილობები ბოლომდე მოშუშებული არაა. ხელისუფლების წარმომადგენლებიასეთ თემებზე ლაპარაკს უნდა მოეშვან”

Published on

როცა ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, ეს აღმაშფოთებელია. მაშინ არჩევნებს რატომ ატარებენ?, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
 
ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, საზოგადოებისთვის სენსიტიური თემით ნუ თამაშობს და შეახსენებს, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომით მიღებული იარები ჯერ კიდევ არ მოშუშებია.
 
„მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს? თქვან, რომ ჩვენ არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, რადგან რომ ჩავატაროთ და წავაგოთ, შეიძლება ომი დავიწყოთ. ამას ამბობენ? ან რა ლოგიკაა, ან რა სინდისია, ან რა სახელმწიფოებრივი პოზიციაა. მაშინ გააუქმონ არჩევნები, სულ ჩვენ ვიქნებით და ომიც აღარ იქნებაო. ნუ თამაშობენ ამ თემით. ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. ძლივს ვიშუშებთ სამოქალაქო ომის, რუსთაველის დანგრევის, სამეგრელოს დაწიოკების ჭრილობებს და ბოლომდე მოშუშებული არაა. ასეთ თემებზე ლაპარაკს უნდა მოეშვან, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამას ხელისუფლება ამბობს. სინამდვილეში ისინი თავის მოპარულ მილიონებს არიან ჩაფრენილები და გვეუბნებიან, ნუ წაგვართმევთ ამ მილიონებსო. ასეთი თემებით სპეკულირება და ამაზე ლაპარაკი აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ელისაშვილმა

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...