მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ" - ირაკლი...

“ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ” – ირაკლი ალასანია

Published on

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში 2008 წლის ომის შესწავლის საკითხე ისაუბრა.მისი თქმით, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი საერთაშორისო თანამდეგობრობითვის, რადგან ომი რუსეთმა დაიწყო.
"ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ დგას. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. კერძოდ, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა, რადგან ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. მგონია, რომ კიდევ დარჩა გარკვეულ საკითხებზე პასუხები გასაცემი. როგორც კი სრულად იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ პოლიტიურ ხელმძღვანელობას, პრემიერმინისტრს, უსაფრთხოების საბჭოს წევრებს გავაცნობთ იმ ნაწილებს, რაც აუცილებელია, იცოდნენ" – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...