მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ცესკო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ცდილობს, თარიღთან დაკავშირებით მანიპულაცია მოახდინოს"- გიორგი ვაშაძე არჩევნების...

“ცესკო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ცდილობს, თარიღთან დაკავშირებით მანიპულაცია მოახდინოს”- გიორგი ვაშაძე არჩევნების თარიღზე

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ცესკო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ცდილობს, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მანიპულაცია მოახდინოს, ამის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ უკვე 16 დღე გავიდა და მეორე ტურის ჩატარების თარიღი ისევ უცნობია:
 
„ცესკო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ცდილობს, მანიპულაცია მოახდინოს თარიღთან დაკავშირებით. ხან გვეუბნებიან, რომ შუა კვირაში იქნება არჩევნები, სამუშაო დღეს, რომ საზღვარგარეთ ჩვენმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ დრომდე არ ვიცით ცესკო-ს მხრიდან, როდის ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. უფრო მეტიც, ქართული ოცნების მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურად წელავენ საჩივრების პროცესს. ჩვენ, მაგალითად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოვიტანეთ ყველა საჩივარი და აღარ გავაგრძელეთ სააპელაციო დონეზე. ასევე, მაღალი სტატუსის და სანდოობის მქონე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც პირველ ინსტანციაში იდავეს სასამართლოში, შემდეგ უკვე სარჩელები აარ გაგრძელდა და რატომ? იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს დროულად მეორე ტური, რომელიც გამოავლენს, საბოლოო ჯამში, გამარჯვებულს, რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქნება გრიგოლ ვაშაძე.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....