მთავარისიახლეებიპოლიტიკა„პატრონი არ გვყავს, ჩვენ ნორმალური მთავრობა არ გვყავს" - გურულები აცხადებს, რომ...

„პატრონი არ გვყავს, ჩვენ ნორმალური მთავრობა არ გვყავს” – გურულები აცხადებს, რომ შიმშილისთვის არიან განწირულები

Published on

„პატრონი არ გვყავს, ჩვენ ნორმალური მთავრობა არ გვყავს,“ – გურიის მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლებას აკრიტიკებს. მათი თქმით, უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება.
 
გურიაში ამბობენ, რომ მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა, ხოლო ის შხამ-ქიმიკატებმა, რომელიც დაურიგეს მწერთან საბრძოლველად, ბოსტნეული გაანადგურა. მოსახლეობის თქმით, შიშმილისთვის განწირულები არიან. 
 
გურულების განცხადებით, ლარის გაუფასურებამ მათ გაჭირვებაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონია. მათი თქმით, ქართული ოცნების მთავრობა უნდა შეიცვალოს.
 
გურიის მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის დაპირებების აღარ სჯერა.
 
გურულების ნაწილი კი აცხადებს, რომ ურჩევნიათ, გაჭირვება იყოს, ვიდრე შიშში იცხოვრონ. 
 
გურიაში არჩევანის გადამღებ ჯგუფს მუშაობა თვალთვალის ქვეშ უწევდა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მათ ხელისუფლების ეშინიათ. 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...