მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არიან სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარის ავტორები? და თუ ნამდვილად ...

ვინ არიან სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარის ავტორები? და თუ ნამდვილად იდენტიფიცირებული არიან, რატომ არ ასახელებენ მათ?

Published on

მუქარა სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
 
პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
 
„ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს საგამოძიებო მოქმედებები წარიმართება ინტენსიურ რეჟიმში. შსს ასევე გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში,“ – განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ.
 
სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები. მისი თქმით, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....