მთავარისიახლეებიკონფლიქტები„ხელისუფლება ენგურის ხიდის დაკეტვას გეგმავს... მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკება გალის დეფაქტო გამგებელთან“ -...

„ხელისუფლება ენგურის ხიდის დაკეტვას გეგმავს… მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკება გალის დეფაქტო გამგებელთან“ – რა იგეგმება მეორე ტურისთვის?

Published on

აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ფეისბუქის გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, დევნილების ხმებით უკმაყოფილო ხელისუფლება, კარანტინის მიზეზით, გეგმავს ენგურის ხიდის დაკეტვას, რათა დევნილებს არ მიეცეთ საშუალება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა. ბერუალავას ინფორმაციით, ამ მიზნით სამეგრელოს გუბერნია მოლაპარაკებებს მართავს გალის დეფაქტო გამგებელთა. „ყურადღება! მაქვს სარწმუნო წყაროდან მიღებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთიდან დევნილებისგან სალომესთვის მიცემული ხმების სიმცირის გამო ხელისუფლება ფიქრობს, მინიმუმამდე დაიყვანოს მეორე ტურში დევნილების მონაწილეობა. ამ მიზნით ზუგდიდში, გუბერნიის შტაბში დაიგეგმა შემდეგი კომბინაცია: მეორე ტურის დღე უნდა დაემთხვეს კარანტინის გამოცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, დაიკეტოს ენგურის ხიდის გამშვები პუნქტი და დევნილებს არ მიეცეთ საშუალება, გადმოვიდნენ გალიდან ზუგდიდში, რათა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. და რადგან საქართველოს ხელისუფლება ენგურის გადასასვლელს ასე ხელაღებით ვერ დაკეტავს, მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკება გალის დე ფაქტო გამგებელთან თემურ ნადარაიასთან, რათა კარანტინის მომიზეზებით დაიკეტოს ენგურის ხიდი. გათვალისწინებულია ის დეტალიც, რომ ჯერ კარანტინი გამოცხადდეს და ენგურის ხიდი რამდენიმე დღით დაკეტონ ნადარაიას განკარგულებით, ხოლო ცესკომ მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვოს მეორე ტურის დანიშვნის თარიღი. სინამდვილეში, მეორე ტურის თარიღი უკვე ცნობილია ხელისუფლების ზედა რგოლებში და ასევე ცნობილია გალის დე ფაქტო გამგებლისთვის! ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, რომ არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაიყვანოს მინიმუმამდე. გაფრთხილებთ: ცეცხლს ნუ ეთამაშებით, ყველაფერი ვიცით და ცუდად შემოგიბრუნდებათ! გთხოვთ, გააზიაროთ!“ – წერს ლაშა ბერულავა

სიახლეები

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...