მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: " ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა,...

დავით ბაქრაძე: ” ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ხალხმა დაიწყო 28 ოქტომბერს”

Published on

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მხარდამჭერებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრებს განაგრძობს. 
 
ბაქრაძე იმერეთში იმყოფებოდა. პარტიის ლიდერი ამჯერად ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
 
დავით ბაქრაძის განცხადებით,  მეორე ტურში იმერეთის დედაქალაქში საბრძოლო და ოპტიმისტური განწყობაა. მისი თქმით, ამომრჩეველი მეორე ტურში საბოლოოდ ეტყვის უარს სალომე ზურაბიშვილს და "ქართულ ოცნებას".
 
"ყველა ვემზადებით მეორე ტურისთვის და ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ხალხმა დაიწყო 28 ოქტომბერს. საბოლოოდ უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას და საქართველოს, ჩვენს ხალხს მოვუტანოთ ის ცვლილებები, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას. ამისთვის მზად ვართ, განწყობა არის ოპტიმისტური, ხალისიანი და ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველო და პარტიის თიოთოეული მხარდამჭერი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში,"-აცხადებს დავით ბაქრაძე

სიახლეები

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...

ავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს...