მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენი დროშა აუცილებლად იფრიალებს როკის გვირაბთან!“ - გრიგოლ ვაშაძე ატოცში საოკუპაციო ხაზთან...

„ჩვენი დროშა აუცილებლად იფრიალებს როკის გვირაბთან!“ – გრიგოლ ვაშაძე ატოცში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ატოცში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებსა და სამართალდამცავებს გაესაუბრა. ვაშაძის განცხადებით, რუსეთს საქართველოს წინაარდეგ ომი სხვა და სხვა ფორმით არცერთი დღით არ შეუჩერებია.
 
„აი, ამ ოკუპანტს 1990 წლიდან არ შეუჩერებია ომი საქართველოს წინააღმდეგ ერთი დღით. ხან ეს პირდაპირი სამხედრო ტეორისტული აგრესია იყო, ხან – პროპაგანდისტული ომი, ხან – ჰიბრიდული ომი, ხან კიდევ მარტო ტერორისტული აქტები. საკმარისია, გორი გავიხსენოთ, როდესაც პოლიციის განყოფილება ააფეთქეს. აუცილებლად ჩვენი დროშა იქნება როკის გვირაბთან! მშვიდობიანად აუცილებლად მივაღწევთ ამას. საქართველომ იმდენი იმპერია მოინელა, რომ რუსეთის ამ იმპერიასაც მოინელებს აუცილებლად.“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....