მთავარისიახლეებისაზოგადოება"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"

“აუტანელია მდაბიო მდიდრები” – მამა პეტრე სვეტიცხოვლის “დახურვაზე”

Published on

ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერას ჯვრისწერის გამო გუშინ მთავარი საკათედრო ტაძარი სვეტიცხოველი "დაიხურა." ტაძარი მრევლს დაატოვებინეს, გარეთ მყოფებს შიგნით არ უშვებდნენ , იმ წყვილებს კი ვისაც ჯვარი უნდა დაეწერათ, გარეთ ლოდინი მოუწიათ, რადგან შიგნით ბერა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ჯვრისწერის ცერემონიალი მიმდინარეობდა. 
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მამა პეტრემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 
"აუტანელია მდაბიო მდიდრები, მდიდარი ღარიბები სჯობს!.." – წერს მამა პეტრე.
 
მორიგი პოსტი მიუძღვნა აღნიშნულ თემას უკვე დღეს.
"თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან… სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება…
არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა…
უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა…
დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ… განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება… 
ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო… მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!
ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!.." – წერს მამა პეტრე.

სიახლეები

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...

კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო იყო. „ეს იყო გარედან...

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...