მთავარისიახლეებისაზოგადოება3.5 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან - თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს

3.5 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან – თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს

Published on

თბილისის მერია 60 ახალი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ახალი ავტომობილებისთვის ბიუჯეტიდან 3.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს და ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. “ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხის, საკრებულოს სხდომაზე დაყენებას გეგმავენ.
 
„დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები კიდევ უფრო კომფორტულ ავტომობილებში გადასხდებიან.
 
60 ათას ლარს გადავიხდით ბიუჯეტიდან ერთ ავტომობილში. ამ დროს ადამიანები ცხოვრობენ გაჭირვებაში. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოს სხდომაზე,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...