მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ზარია, აფხაზეთის ომის ვეტერანი: მე არ ვაძლევ ხმას საქართველოს...

ლევან ზარია, აფხაზეთის ომის ვეტერანი: მე არ ვაძლევ ხმას საქართველოს მოღალატეს , რომელმაც ჩემი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში!

Published on

 
გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას კიდევ ერთი ვეტერანი ქართველი მებრძოლი ეხმაურება:
 
გენერლებო!
 
მე, ლევან ზარია, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2008 წლის ომის მონაწილე, უკრაინის ომის მონაწილე ასეულის მეთაური, არ ვაძლევ საქართველოს მოღალატეს ხმას, რომელმაც ჩემი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში!
 
მე არ ვაძლევ ხმას იმ რეჟიმს, რომლიც მოღალატეობრივია!
 
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო იყო არის და მუდამ იქნება!
 
დიდება გმირებს!
 
ეს არის სამშობლოს ღირსეული ჯარისკაცის პასუხი გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე, რომ  ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს ის, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
 
„2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბია მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...