მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემს სახლში საახალწლოდ სისხლის ზღვა დააყენეს," - შვილმოკლული მამების პასუხი კახა კალაძეს

“ჩემს სახლში საახალწლოდ სისხლის ზღვა დააყენეს,” – შვილმოკლული მამების პასუხი კახა კალაძეს

Published on

შვილმოკლული მამები მათთვის მერიის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით კახა კალაძის განმარტებას  ეხმაურებიან. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ, რომ დედაქალაქის მერის განცხადება, რომ მერიის წერილი რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერიის გზავნილი არა რეკომენდაცია, არამედ პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მათ რუსთაველის გამზირი საახალწლო ღონისძიებების სამზადისის გამო დაეტოვებინათ.
 
ზაზა სარალიძე „ქართულ ოცენასაც“ მიმართავს თხოვნით, დაეხმარონ მამებს, რომ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებში დამნაშავეები დაისაჯონ.
 
„ძალიან კარგია, რომ ბატონმა კახი კალაძემ რომ გადახედა კანონმდებლობას ას მიხვდა იმას, რომ ამის დაშლის საფუძველი არ არსებობს, როდესაც მან ახსენა, რომ კანოით იმოქმედებდა ჩვენ მიართ. რაც შეეხება იმას, რომ ლოკაციის ადგილს დავტოვებთ და ვიწრო პარტიულ ინტერესს როდესაც ახსენებს ბატონი კალაძე, ფართო ინტერესების მატარებელი ხომ არის ოცნება. ფართო ინტერესის მატარებელ გუნდს მივმართავთ თხოვნით, დაგვეხმარონ და ჩვენი შვილების მკვლელები მისცენ პასუხისგებაში,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
შვილმოკლული მამების თქმით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ კახა კალაძემ ტონი შეარბილა. 
 
„რატომ შეარბილა, იმიტომ შეარბილა, რომ ამ ყველაფერს ხალხი ხედავს, ხალხი ხედავს, როგორ უსამართლოდ გვექცევიან. ამათ ხეობაში, ჩემთან სახლში სისხლი დაღვარეს, სისხლის გუბე, სისხლის ზღვა დააყენეს, საახალწლოდ. იმის მაგიერ, რომ მე ახალ წელს დავხვედრილიყავი ჩემს შვილთან ერთად, ამათ საახალწლოდ სისხლის ღვრა დამახვედრეს, როგორ არ უნდა შეარბილონ ტონი. ტონი კი არ უნდა შეარბილონ, ყველა დასახვრეტია,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...