მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში იწვიმებს, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

ზუგდიდში იწვიმებს, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

Published on

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება. 
 
წვიმაა მოსალოდნელი 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ტემპერატურა 16-21 გრადუსი იქნება.
 
ზუგდიდში დღეს და ხვალ უღრუბლო ამინდი გვექნება, ორშაბათს მოიღრუბლება, ხოლო  13 ნოემბერს იწვიმებს, 14 ნოემბერს მოსალოდნელია  მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა , თუმცა ამის მიუხედავად ჰაერის ტემპერატურა, რომელიც დღეს + 5 გარდუსია,  8 გრადუსამდე მოიმატებს. 
 
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს, 12-13 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, 12-ში ტემპერატურა 14 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს 9 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 12-13 ნოემბერს თოვლია მოსალოდნელი.
 
თბილისში უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიწევს. 12 ნოემბერს დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურა 5-6 გრადუსი იქნება სამშაბათს 13 ნოემბერს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...