მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს წევრი ირაკლი ღურწკაია პარტიას ტოვებს - "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მათი...

ზუგდიდის საკრებულოს წევრი ირაკლი ღურწკაია პარტიას ტოვებს – “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, მათი პარტიის წევრებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება [Video]

Published on

„არნახული ზეწოლა ხორციელდება ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე“- აცხადებს პარლამენტის წევრი ლელა ქებურია. მისი თქმით,   ხელისუფლებას გააზრებული აქვს ის, რომ „ევროპული საქართველოს“ ხმები მეორე ტურში გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ ყველა მეთოდს იყენებენ, რომ მათი მხარდამჭერები და წევრები გადაიბირონ. „ ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია რომ მას ჟურნალისტები ყავდა დაბარებული და უნდა გაეკეთებინა სპეციალური განცხადება და რადგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საკრებულოს წევრზე ირაკლი ღურწკაიაზე ბოლო დღეების განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა, ძველი ბიჭების მეშვეობითაც, ის შეხვდა ჩვენი ინფორმაციით შსს მინისტრსაც გუბერნიაში და ეს ყველაფერი დავუკავშირეთ ერთმანეთს“- განაცხადა ქებურიამ. რაც შეეხება ირაკლი ღურწკაიას, მიუხედავად იმისა, რომ მან ჟურნალისტები ბრიფინგზე დაიბარა, დანიშნულ ადგილას არ გამოჩენილა, ის არც   სატელეფონო ზარებს  პასუხობს. მოგვიანებით, როგორც ცნობილი გახდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს დაუკავშირდა და მხოლოდ ამ არხთან ისურვა კომენტარის გაკეთება. ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ღურწკაიას, თუმცა ამ დრომდე ეს ცდა უშედეგოა. სავარაუდოდ ის ტოვებს „ევროპული საქართველოს“ რიგებს, თუმცა როგორც ირკვევა,  თანაპარტიელებთან შეხვედრას გაურბის და სწორედ ამ მოტივით არ მოვიდა დანიშნულ ადგილზე.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...