მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის განცხადება აგვისტოს ომზე, რომელიც პარლამენტის ვებგვერდიდან წაშლილია - პარლამენტში მომხდარს ახალი...

სააკაშვილის განცხადება აგვისტოს ომზე, რომელიც პარლამენტის ვებგვერდიდან წაშლილია – პარლამენტში მომხდარს ახალი ვებგვერდის გაშვებით ხსნიან [Video]

Published on

პაატა დავითაიას განცხადებას პარლამენტი საგანგებო განცხადებით პასუხობს.
 
საუბარია დავითაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ვებგვერდიდან წაიშალა საგამოძიებო კომისიის სხდომის ის ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის მიზეზებზე საუბრობს და, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ფეიკ-ნიუსად  გაავრცელა. 
 
პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ვებგვერდის გაკეთების გამო, ზოგიერთი მასალის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა.  
 
"2012 წლის ივლისში გაკეთდა პარლამენტის ახალი ვებგვერდი. ძველი ვებგვერდიდან ტექნიკურად ვერ მოხერხდა სრული მასალის საქართველოს პარლამენტის განახლებულ ოფიციალურ ვებგვერდზე გადმოტანა.
 
"განახლებულ ვებგვერდზე მხოლოდ კომისიის დასკვნა მექანიკურად, ხელით იქნა გადმოტანილი. ვებგვერდზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012 წელს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც.
 
"ამჟამად მოქმედმა ვებგვერდმა სწორედ აღნიშნული კიბერშეტევის შედეგად, 2013 წლიდან ჩაანაცვლა წინამორბედი. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მასალები არ განთავსებულა საქართველოს პარლამენტის არათუ მოქმედ, არამედ 2012 წელს შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზეც," – ნათქვამია განცხადებაში. 
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...