მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნების" ოფისში საგანგებო სხდომა დასრულდა - ივანიშვილმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვა

“ოცნების” ოფისში საგანგებო სხდომა დასრულდა – ივანიშვილმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვა

Published on

ქართული ოცნება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და საგანგებო კონსულტაციებს განაგრძობს.
 
პარტიის ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი დღეს დილიდან ისევ შეიკრიბა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
 
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ამ შეხვედრების მიზანია, რომ დანახული იქნას ის ხარვეზები, რამაც პირველ ტურში პარტიისთვის არასასურველი შედეგები დააყენა.
 
„აბსოლუტურად ზუსტად იქნას დანახული შეცდომების ის არეალი, რომელმაც ჩვენთვის მიუღებელი შედეგი დააფიქსირა და ჩვენი ტაქტიკური ნაბიჯები იყოს არა მხოლოდ განცხადებები განცხადებებისათვის და შეხვედრები შეხვედრებისათვის, არამედ ზუსტად მიტანა იმ მიზეზების, რომლის გაგებასაც თუ შეძლებს საზოგადოება, ძალიან კარგია,“ -განაცხადა რომან კაკულიამ. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....