მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა და ევროპელები ერთი და იგივე ორგანიზაციაა და რომ ტოვებენ ადამიანები...

“ნაციონალური მოძრაობა და ევროპელები ერთი და იგივე ორგანიზაციაა და რომ ტოვებენ ადამიანები მათ, ეს გასაკვირი არ არის “- მერაბ ქვარაია [Video]

Published on

საკრებულოს  წევრის ირაკლი ღურწკაიას მიერ პარტია „ევროპული საქატველოს“ დატოვებას  „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში ეხმაურებიან. მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, ევროპული საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მათი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება, სიმართლეს მოკლებულია. „ის, რომ ღურწკაიამ დატოვა პარტია, ამაში ხელისუფლება დამნაშავე არ არის.„მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე ორგანიზაციიაა. ამდენად ის ფაქტი, რომ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ რაიმე გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. სხვა მხრივ ეს ჩვენი ხელწერა არ არის. მოგეხსენებათ ეს არის მათი ხელწერა თუ რატომ ტოვებენ ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მათ საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ პარტიაში უნდა მოიკითხონ,"-განაცხადა ქვარაიამ.

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...