მთავარისიახლეებიპოლიტიკამუსლიმ მოსახლეობას აიძულებენ, პურზე დაიფიცონ, რომ ხმას ზურაბიშვილს მისცემენ

მუსლიმ მოსახლეობას აიძულებენ, პურზე დაიფიცონ, რომ ხმას ზურაბიშვილს მისცემენ

Published on

ვაჭრობა ადამიანების რელიგიური გრძნობებით – კურიერს სანდო წყარომ მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც გარდაბნის მერის მოადგილე თავად აღიარებს, რომ ხალხი დაიბარა და ფიცი დაადებინა, რომ არჩევნების მეორე ტურზე ხმას ნამდვილად სალომე ზურაბიშვილს მისცემენ.ფარული მასალების მოპოვების შემდეგ კურიერმა ის ადამიანების ჩაწერა შეძლო, ვინც დაიბარეს და ფიცი პურზე დაადებინეს.პურზე დაფიცება მუსლიმი მრევლისთვის ნიშნავს, რომ ამ ფიცს არასდროს გატეხენ და იძულებულები არიან, დათქმა შეასრულონ.რეპორტაჟზე ქვემო ქართლში კურიერის სპეციალურმა კორესპოდენტმა, ჯეიხუნ ნარზალოვმა, იმუშავა, ამის შემდეგ კი მასზე ზეწოლა დაიწყო. ტელეფონით კურიერის ჟურნალისტს გარდაბნის მერის მოადგილის შვილმა დაურეკა და დაემუქრა, რომ, თუ მასალა ეთერში გავიდოდა, მას გაანადგურებდნენ.სოფელ ნაზარლოს მოსახლეობა ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ხმებზე ღამით ნადირობს, ქართული ოცნების წევრები ოჯახებში მიდიან. ზოგს აშინებენ, ზოგს აფიცებენ და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ამ გზით აიძულებენ.
სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი, გარდაბნის მერის მოადგილე, რომელიც ჩანაწერში აღიარებს, რომ ხალხს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს და ფიცს ადებინებს, ტელეკამერების გამოჩენამ გააღიზიანა, ის კურიერის კითხვებს გაექცა.ის, რასაც მერის მოადგილე უარყოფს, მისი თანაგუნდელი ადასტურებს. სალომე ზურაბიშვილის შტაბის თანამშრომელი, ელბრუს აბასოვი, ამბობს, რომ ხალხს ფიცი ნამდვილად დაადებინეს, თუმცა, გაოგნებულია იმის გამო, რომ საუბრის ფარულად ჩაწერეს და აუდიოფაილი კურიერს გადასცეს.

სიახლეები

ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის...

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან განხორციელებული “შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები”-ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,...

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...