მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მერს ეყო სიბრიყვე ასეთი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ – ნაძვის ხე თუ ადამიანი,...

“მერს ეყო სიბრიყვე ასეთი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ – ნაძვის ხე თუ ადამიანი, მე ადამიანს ვირჩევ”- ნინო ჯანგირაშვილი

Published on

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი რუსთაველზე მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
 
„მე არ მინდა ნაძვის ხე რუსთაველზე.რახან თბილისის მერს ეყო სიბრიყვე ასეთი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ – ნაძვის ხე თუ ადამიანი, მე ადამიანს ვირჩევ. შევქმნათ პეტიცია და ვისაც ადამიანი გვირჩევნია მოვაწეროთ ხელი.“- წერს ჯანგირაშვილი ფეისბუკზე.
 
2 თვეა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილების მკვლელების და მათი მფარველების დასჯას ითხოვენ. შვილმოკლულ მამებს რამდენიმე მცდელობა ქონდათ, რომ ადგილზე კარვები დაედგათ, სადაც უამინდობისას თავს შეაფარებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძემ მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების მოთხოვნით მერიას მიმართა, თუმცა მერიისგან პასუხი მიიღო, რომ მათ 7 დეკემბრიდან ადგილი უნდა შეიცვალონ, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმის მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. კარვების დადგმას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობდნენ თუმცა სამართალდამცავებმა მათ რამდენიმე კარავი წაართვეს. საბოლოოდ პარლამენტის წინ რამდენიმე კარვის დადგმა მაინც მოხერხდა. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდნენ ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და ბებია. ზაზა სარალიძეს და მის დედას, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...