მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ,,უკვე მეორე დღეა, რაც ,,ქართულმა ოცნებამ'' დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი...

გიორგი ვაშაძე: ,,უკვე მეორე დღეა, რაც ,,ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება“

Published on

,,უკვე მეორე დღეა, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება,“ – ეს განცხადება ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
 
გიორგი ვაშაძე ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა თუ მედიაში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2009 წელს გაკეთებული განცხადების მცირე მონაკვეთი ტირაჟირებას ეხმაურება.
 
ვაშაძე ამბობს, რომ ოცნება განზრახ ამახინჯებს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.
 
„საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას 2009 წელს და ასევე, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას, განცხადებებს. მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის, პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე, თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და კონკრეტული ფაქტებია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარეს. მაგრამ ახლა, ამ მთელი ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, სიტყვაა შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს ქართული ოცნება და ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმში გადასული ტელეკომპანია იმედი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის მიზანს სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გადაფარვა წარმოადგენს.
 
„უნდათ, რომ საკუთარი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გადამალული ჰყავთ საგულდაგულოდ, რამენაირად გააპრაონ ამ სიტუაციაში. ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ პრავდება, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის სამშობლოს ღალატი,“ – განაცხადა ვაშაძემ.. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...