მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს რუსთაველზე: შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია - „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“.

დღეს რუსთაველზე: შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია – „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“.

Published on

 დღეს პარლამენტის შენობასთან  შვილმოკლული მამების ზაზა სარლიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევას გააპროტესტებენ:
 
„საქართველოს ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის საშუალებას დღემდე არ აძლევს. სწორედ ამიტომ, 10 ნოემბერს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება მათი მხარდასაჭერი აქცია — „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“.
 
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, არაერთხელ გავაკეთეთ მკაფიო განცხადებები, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შევაფასეთ.
 
სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებას და საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.
 
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...