მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" საგანგებო რეჟიმი ზურაბიშვილის გასამარჯვებლად - პარტიის ოფისში კონსულტაციები გრძელდება

“ქართული ოცნების” საგანგებო რეჟიმი ზურაბიშვილის გასამარჯვებლად – პარტიის ოფისში კონსულტაციები გრძელდება

Published on

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პარტიის ოფისში კონსულტაციები არ წყდება. 
 
გვიან ღამემდე როსტომ მეფის სასახლეში პარტიის წევრები მიდიოდნენ, სადაც ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ და კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ. ამ ფორმით „ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გეგმავს.
 
პარტიის წევრების გარდა, „ოცნების“ ოფისში რამდენიმე დღის წინ  სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, თუმცა რა დავალებები მიიღეს მათ უცნობია. კონსულტაციები დღეს დილიდან ისევ განახლდება.
 
„შტაბის წევრები არიან მუდმივ კონტაქტში ადგილობრივ შტაბებთან და ჩვენი აქტივისტები ცდილობენ, რომ ყველა ჩვენს ამომრჩეველს მიაწოდონ ის რეალური ინფორმაცია, რაც იცვლება უახლოეს დღეებში, რაც კეთდება უახლოეს დღეებში,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...