მთავარისიახლეებირეგიონებიმარტვილის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა

მარტვილის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა

Published on

მარტვილის რაიონის სოფლების გათავისუფლებული 18 რწმუნებული და გამგეობის 65 თანამშრომელი , რომლებიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს, სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვენ.
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია  დავებისა, რომელსაც წლებია უკანონოდ დათხოვნილი თანმაშრომლები მერიის ახლანელი ხელმძღვანელობის წინაააღმდეგ აწარმოებენ. 
 
2014 წელს მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ 21 სოფლის რწმუნებული გაათავისუფლა.
გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განაცდურის კომპენსაციის სახით გადახდასა და სამსახურში აღდგენაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
 
მაშინ, უზენაესი სასამართლომ  ეს სარჩელი დაკმაყოფილა  –  სოფლის რწმუნებულებისა და გამგეობის თანამშრომლების   გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით შეაფასა  და 21-ვე რწმუნებულის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა  და  მათთვის  ოთხი თვის ხელფასის განაცდურის სახით ანაზღაურება დაავალა   მუნიციპალიტეტს. – განაცდურზე ჯარიმა 350 000 ლარიით განისაზღვრა.
 
მარტვილის მერმა ოთხი თვის დაგვიანებით აღასრულა გადაწყვეტილება, თუმცა 1 კვირაში ისევ 21-ვე თანამშრონელი დაითხოვა. გათავისუფლებულებმა სასამართლოში ხელახალი სარჩელი შეიტანეს.
 
ამჯერად  სენაკის საამართლომ რწმუნებულების სამსახურში აღდგენის ოთხი თვის დაგვიანებისთვის მარტვილის მერია 100 000 ლარით დააჯარიმა. სენაკის  მარტვილის მერიამ  განაჩენი  მხოლოდ 4 თვის შემდეგ შეასრულა, მაგრამ  დავის ნაწილი – განაცდურის ანაზღაურება დასრულებული არ არის და  მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები უკვე 2 წელია, ელოდებიან4 თვის გადაუხდელ ხელფასს 
 
ამრიგად, მარტვილის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა. თუმცა და, სავარაუდოდ, ხარჯები უფრო გაიზრდება.
 
ოპოზიციის მტკიცებით, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის გარდა, მუნიციპალურმა ორგანომ ვერც დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეასრულა. ერთ-ერთი ინჩხურის ხიდია, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ის შეჩერებულია. ადგილობრივები ყვებიან, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ფული წაიღეს და ქვეყანა დატოვეს.
 
მარტვილის მერი უარს ამბობს  საკუთარი გადაწყვეტილებებზე განმარტებების გაკეთებაზე
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...