მთავარისიახლეებიპოლიტიკაკანონიერი ქურდები, სუს - ი და ძალოვანი უწყებები დემოკრატიული არჩევნების...

კანონიერი ქურდები, სუს – ი და ძალოვანი უწყებები დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამას ჩვენ სრულიად ახლებურ მიდგომებს ვუპირისპირებთ აცხადებენ გრიგოლ ვაშაძის შტაბში

Published on

ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის, ოპოზიცია კი ხმების დასაცავად ემზადება – გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ.
 
გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო რიგებში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო. ხელისუფლება  არჩევნების გაყალბებისთვის ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ძალოვან უწყებებს  იყენებს
 
.
არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის რიგებში ამბობენ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს არჩევნების მეორე ტურის გაყალბება.
 
როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურზე ხმების გაყალბება ვეღარ შეძლოს. მისივე თქმით, ქვეყნის ძალოვანი უწყებები სრული მობილიზებით არიან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული.
 
„დადასტურებულად გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლისა და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე, რათა მობილიზება მოახდინონ, მაგრამ ეს მათ არ უშველით. ამას ჩვენ სრულიად ახლებურ მიდგომებს ვუპირისპირებთ იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და ამ ყველაფრის პრევენცია მოვახდინოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...