მთავარისიახლეებიპოლიტიკაგოჩა ფიფია: „ 2008 წელს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო“

გოჩა ფიფია: „ 2008 წელს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო“ [Video]

Published on

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარისი” მუშაობას წყვეტს და არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლას და  საზოგადოებასთან შეხვედრებს აწყობს. კომპანიის დამფუძნებელმა დღეს ამის შესახებ ზუგდიდში შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გოჩა ფიფიამ განაცხადა, მთაბარია რომ „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა არ გაიმარჯვოს არჩევნებში და მნისვნელობა არა აქვს სხვა ვინ გახდება პრეზიდენტი. გოჩა ფიფიამ დღეს შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას სრულად იზიარებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.გოჩა ფიფია აცხადებს, რომ  საარჩევნო აგიატაციისთვის ფულს არ ითხოვს და  საკუთარი სახსრებით გააკეთებს ყველაფერს: “შევთანხმდით, რომ სიჩუმე და უმოქმედობა ჩვენი მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება. დროებით დავკეტავთ ჩვენს ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები კი, გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას, გამოუცდელობას შორის. მშვიდობასა და არასტაბილურობას შორის, თავისუფლებასა და მოჩვენებით თავისუფლებას, სინამდვილეში კი ავტორიტარიზმს შორის, განზრახ მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობას შორის, საბოტაჟსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.“- განაცხადა გოჩა ფიფიამ
 
 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...