მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაჭირვებულების დახმარება თუ წინასაარჩევნო დაპირება - "გამჭვირვალობა" ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

გაჭირვებულების დახმარება თუ წინასაარჩევნო დაპირება – “გამჭვირვალობა” ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

Published on

გაჭირვებულების დახმარება თუ წინასაარჩევნო დაპირება – ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხლისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების გამო აკრიტიკებს.
 
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საეჭვოა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ რატომ დაიწყო მმართველმა გუნდმა, თითქმის, ყოველდღიურად ახალი სოციალური პროექტების დაანონსება. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ არჩევნების მეორე ტურს და პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის წარუმატებელ შედეგს უკავშირდება.
 
საეჭვო პროექტების ჩამონათვალში მოხვდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სოციალური შემწეობის 10 ლარიდან 20 ლარამდე გაზრდა, 30 ლარიანი კვების ვაუჩერები. ამისთვის მთავრობა 70 მილიონს ლარს დახარჯავს. დახმარება არ მოეხსნებათ ერთი წლით იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურს იშოვიან.
 
პირველ ტურში მარცხის შემდეგ "ქართული ოცნება" აანონსებს, რომ იმ მოქალაქეებს ასობით საცხოვრებელ სახლს გადასცემს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და დღემდე თავშესაფარი არ აქვთ.
 
არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას გეგმების შეცვლა და დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების მობილიზება პირველი ტურის შედეგებმა აიძულა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებით, ”ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვასა ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული ახალი დაპირებებით ცდილობს.
 
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობის სოციალური დაპირებების დიდი ნაწილი მხოლოდ საარჩევნო პიარია და არ შესრულდება. 
 
მმართველი პარტია დამკვირვებლების შენიშვნას არ იღებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაანონსებული სოციალური პროექტების შესახებ გადაწყვეტილება ”ქართულ ოცნებას” სპონტანურად არ მიუღია. 

სიახლეები

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...