მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბავშვთა სამყარო'' ივანიშვილმა და მისმა ხროვამ გადაწვეს და გაქურდეს'' ...

,,ბავშვთა სამყარო” ივანიშვილმა და მისმა ხროვამ გადაწვეს და გაქურდეს” – „ქართული ოცნების“ ოფისთან მისული დაზარალებულები ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ

Published on

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები  „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვენ.
 
აქციის მონაწილეების გაღიზიანება მმართველი პარტიის ლიდერის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ყოფილი პრემიერი მათ პრობლემებს არ იცნობს.
 
„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ? ჩვენ გვინდა შეხვედრა პირადად ივანიშვილთან“- აცხადებენ დაზარალებულები.
 

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი მათ არ შეხვდება, ისინი თავის დაწვით იმუქრებიან.

 

დაზარალებულები ამბობენ, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი „ქართული ოცნების“ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა, რაც დამწვარი ცენტრის დირექტორმა სასამართლოზეც აღიარა.
 
„ბატონო ბიძინა, თქვენი და თქვენი გუნდის დაკვეთით და დავალებით, გაიძარცვა და გადაიწვა 11 ათასი კვ.მ-ის ფართობის „ბავშვთა სამყარო“. თქვენს ბიზნესინტერესებს შევეწირეთ, თქვენი ხუთეულის. ვინ შედის ამ ხუთეულში – ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, ხაზარაძე, ფარხცალაძე. ამხელა ფართის გადაწვა და გაქურდვა ვის შეეძლო? ისევ კრიმინალურ ხროვას,“- განაცხადა დაზარალებულმა ჯული ელიავამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...