მთავარისიახლეებიინტერვიუნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვამაყობ ქართველი ხალხით, ამ არჩევნებმა ცხადყო,...

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვამაყობ ქართველი ხალხით, ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება

Published on

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა რასა იუკნევიჩენემ "ევროპის სახალხო პარტიის"   ჰელსინკის  კონგრესზე თავის გამოსვლაში წარმატებები უსურვა გრიგოლ ვაშაძეს.
 
 "კურიერთან" ინტერვიუში მან ისაუბრა არჩევნების პირველ ტურზე, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით ადევნებდა თვალს.  კერძოდ, ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და თავდასხმებზე  არასამთავრობო სექტორზე.
 
მისი თქმით ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება.
 
„ვამაყობ ქართველი ხალხით, რადგან დავინახე რომ მათ აქვთ უზარმაზარი სურვილი, თავიანთი ქვეყანა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის იყოს. როდესაც ისინი მოდიოდნენ უბნებზე, მივხვდი რომ საქართველოს კარგი მომავალი აქვს. ასევე ვნახე რომ დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. ვნახე ხალხი, ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. მეორეს მხრივ ვნახეთ როგორ იყენებდნენ დიდძალ ადმინისტრაციულ რესურს, როგორ ცდილობდნენ ენჯეოებზე თავდასხმას. მედია პოლარიზებულია და მის მიმართ პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ. მინახავს როგორ ცდილობენ დემოკრატიის გაგების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ყველაფერს ჩვენ ვიღებთ. ეს არ არის დემოკრატია. ჩვენ ახლა ფინეთში ვართ და ევროპის ეს მხარე კარგი მაგალითია გავიგოთ რა და როგორ ხდება. რადგან მათაც გამოიარეს პოსტსაბჭოთა პერიოდი. ოპოზიციიდან არჩეული კანდიდატიც ხალხის მიერაა არჩეული და სწორედ ძალაუფლების გადანაწილებაშია დემოკრატია,“-განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...