მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მეწარმეებს ფინანსური პოლიციით აშინებენ,,- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბი ფერმერებთან შსს მინისტრის შეხვედრას...

,,მეწარმეებს ფინანსური პოლიციით აშინებენ,,- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბი ფერმერებთან შსს მინისტრის შეხვედრას ეხმაურება [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ შსს მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დირექტივები გასცეს მეთხილე ფერმერებზე,რომლებიც ანონიმურად დაუკავშირდნენ გაერთიანებულ შტაბს და განუცხადეს რომ არჩევნების მეორე ტურში თუ ისინი და მათი თანამშრომლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, ფინანსური პოლიცია მათი საქმიანობის შესწავლას დაიწყებს. ანა წითლიძის თქმით, იმ ფერმერების მონაცემებს შტაბი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.,,როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ მოფერების კამპანია სამეგრელოში დაიწყო,რასაც მოწმობს ის ზეწოლა ფერმერებზე, რასაც ისინი ახორციელებენ. მე მოვუწოდებ მოწერელიას, შეეშვას ამ ბინძურ საქმიანობას, რადგან ის მეწარმეები ჩვენთან მოდიან და გვიყვებიან ამის შესახებ და ისინი ნამდვილად არ არიან აღფრთოვანებული თქვენი დავალებებით.ასევე მე მოვუწოდებ ყველა საწარმოს თანამშრომლებს, რომ თქვენი უფლება არის კონსტიტუციით დაცული და არის კონფიდენციალური და არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს თქვენს არჩევანში,, – განაცხადა ანა წითლიძემ.შეგახსენებთ რომ გუშინ შსს მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მთელი დღის განმავლობაში გუბერნიის შენობაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ტელეკომპა ნია ,,ოდიშის,, გადაღების უფლება არ მისცეს. გაერთიანებული შტაბის ბრალდებას "ქართული ოცნების" შტაბში უპასუხეს, სადაც განაცხადეს, რომ ენმ-ს ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან მეთხილე-ფერმერებთან შეხვედრა თხილის თემას ეხებოდა.

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...