მთავარისიახლეებისაზოგადოებალარი გაუფასურებას განაგრძობს - ეკონომისტები მთავრობას მოუწოდებენ დროული და ადეკვატური ზომები მიიღონ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – ეკონომისტები მთავრობას მოუწოდებენ დროული და ადეკვატური ზომები მიიღონ

Published on

ლარის გაუფასურების ახალი მონაცემები. ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 77 თეთრია. მთავრობისგან განსხვავებით, ბოლო დღეებში ექსპერტების პროგნოზი გამართლდა. ისინი ლარის არათუ გამყარებას, არამედ კიდევ უფრო გაუფასურებას აანონსებდნენ და ასეც მოხდა. ეკონომისტები და ფინანსისტები მთავრობას მოუწოდებენ დროული და ადეკვატური ზომები მიიღონ ლარის გამყარების მიზნით.
 
„ბოლო რამდენიმე  დღის ლარის გაუფასურება სავარაუდოდ მთლიანად განპირობებულია იმ გაურკვეველი სიტუაციით, რომელიც ქვეყანაში არსებობს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით,“-განაცადა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ.
 
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გამოსავალი ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი ნიბიჯების გადადგმაა.
 
„თუ ეროვნული ბანკი შეცვლის დამოკიდებულებას, სასესხო პოლიტიკას ის გადახედავს მაშინ ვითარება მკვეთრად შეიცვლება. გამოიჩენს ამის სურვილს თუ არა, ეს ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს ისინი პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ,“-განაცხადა ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...