მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, აპირებს არჩევნების დანიშვნას უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს...

“ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, აპირებს არჩევნების დანიშვნას უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს – სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და ახალ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი ცესკო-ზე ზეწოლას ახდენს და საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში გეგმავს. სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ყველა ხერხს მიმართავს, რათა ვაშაძის ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.
 
"ჩემი ინფორმაციით ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელი არაა და მე მგონი არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27-ში ან 28-ში სამშაბათს ან ოთხშაბათს. რატომ აკეთებს ამას, სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო – ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისში და სხვა ქალაქებში და ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში რათა მისცენ ხმა, ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში რომელიც მასობრივად არიან მხარდამჭერი ვაშაძის, დადის კვირაობით იმიტომ რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს იმიტომ რომ არჩენენ ოჯახებს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გაანთავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვავენ ავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად. ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ რომ ყველაფერზე წავა, ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო მოვემზადოთ იმისთვის რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ,"-აცხადებს სააკაშვილი.
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...