მთავარისიახლეებიპოლიტიკა„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული? ჯერ თქვით ომი ვინ დაიწყო"- ანტისაოკუპაციო მოძრაობის...

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული? ჯერ თქვით ომი ვინ დაიწყო”- ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტეს [Video]

Published on

11 დღიანი გაუჩინარების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა. მან ადგილზე მიმდინარე პროცესები დაათვალიერა. მეორე დღეა რული ოკუპანტები ადგილზე ახალ მავთულხლართებს ამონტაჟებენ. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა პრეზიდენტობის კანდიდატს საუბარი შეაწყვეტინა და განმარტებები მოსთხოვა იმ განცხადებებზე, რომელიც ომის დაწყებას ეხება. „აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული? რა მაღალმთიანი რეგიონები, ჯერ თქვით ომი ვინ დაიწყო და ვისი ბრალია ომის დაწყება,“-მიმართა სალომე ზურაბიშვილს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა. რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ადგილზე ჩავიდა როგორც პრეზიდენტი. „მე აქ ვარ ჩამოსული როგორც მომავალი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და გეუბნებით ჩემ გეგმებს როგორი იქნება. განცხადებების დრო არ არის აქა. აქ არის დროს. მე ვაკეთებ განცხადებას როგორც მომავალი პრეზიდენტი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა.

 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...