მთავარისიახლეებიპოლიტიკავის წარსული მოვლენები აღელვებს, ვის მომავლის შიში - საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ვის წარსული მოვლენები აღელვებს, ვის მომავლის შიში – საპროტესტო აქცია ზუგდიდში

Published on

დღეს ზუგდიდში  , ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გაიმართა საპროტესტო აქცია 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  შეკრებილებს , ხელში  ეჭირათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "გვახსოვს შვიდი ნოემბერი", არა ნაცებს", არა ძალადობას" და სხვ.
 
ერთერთი ასეთი პლაკატი ეჭირა   ზუგდიდის მაჟორიტარ  დეპუტატს მერაბ ქვარაიას, რომელიც  განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციაზე და უმკაცრესად შეაფასა მაშინდელი მოვლენები. 
 
,, ჩვენ შევიკრიბეთ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება შვიდ ნოემბერს – ძალიან მძიმე დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში . ეს იყო დღე, როდესაც ხელისუფლებამ იძალადა საკუთარი ხალხზე, ეს იყო დრო როდესაც საბოლოოდ გაიყარა ხელისუფლების და ხალხის გზები, რომელიც დამთავრდა ხელისუფლების გაშვებით 2012 წელს. ეს დღე ახსოვს ხალხს და ემახსოვრება დიდხანს. ის ხელისუფლება , რომელმაც გაბედა და იძალადა საკუთარ ხალხზე ხელისუფლებაში ვერ მობრუნდება", – აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.
 
აქციაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის საკრებულოს წევრები, ბიზნესმენები, ,,ქართული ოცნების''  მხარდამჭერები. 
 
შეგახსენებთ, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა. ხალხის უმრავლესობამ ამ არჩევნებზე მიიღო გადაწყვეტილება  არსად გაეშვა მიხეილ სააკაშვილი და კვლავ პრეზიდენტად აირჩია იგი.
 
რაც შეეხება პლაკატს ,,არა ძალადობას'' სწორედაც რომ აქტუალურია  და მისი არსის გაცნობიერება მართებს დღევანდელ ხელისფლებას, რომელიც სიტყვით გმობს ძალადობას, მაგრამ თავისი პოლიტიკის დასაყრდენად აქცია იგი.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....