მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შერშე ლა ფამ'' - ეძებეთ ქალი. სად გაქრა სალომე ზურაბიშვილი?

,,შერშე ლა ფამ” – ეძებეთ ქალი. სად გაქრა სალომე ზურაბიშვილი?

Published on

ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში – ასე უპასუხა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ სად არის სალომე ზურაბიშვილი, რატომ არ ჩანს და სად და რა ფომით მართავს საარჩევნო კამპანიას.
 
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აქტიურად არის ჩართული კამპანიაში.
 
„როგორც უკვე ვთქვით, ბევრად აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში და ეს ასეც არის. ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში, გეგმავს და კიდევ უფრო გააქტიურდება. კამპანიაში აქტიური როლი გვაქვს აღებული ჩვენ და სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო გააგრძელებს პროცესებს, რომელიც მიყავდა პირველ ტურამდე. არაფერი სანერვიულო აქ არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
 
სალომე ზურაბიშვილის  გაუჩინარებას  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეც გამოეხმაურა. 
 
,,ძალიან უცნაური რაღაცაა – გადამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და უპატარძლო ქორწილი მივიღეთ.
 
გამოაჩინონ პრეზიდენტობის კანდიდატი! თავისუფლება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ნუ გამოკეტეთ ეს ქალბატონი სახლში – შეხვდეს ამომრჩეველს, შეხვდეს მედიას. არ ვიცი, როდემდე შეიძლება დამალონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...