მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო-თურქეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-თურქეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

Published on

 თურქეთის ყარსის პროვინციაში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.
 
მიწისქვეშა ბიძგები 6 კილომეტრ სიღრმეზე თბილისის დროით 09:39 საათზე დაფიქსირდა.
 
ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
 
სამშაბათს დასავლეთ საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგები ქალაქ ონთან გამთენიისას, თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერესთან მოხდა.
 
ასევე გუშინწინ, 17:36 საათზე 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისთანაც დაფიქსირდა. კერძოდ, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, ქალაქ მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვიშიანთან მდებარეობდა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...