მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება კრებს კაცებს, რომელნიც კუნთებზე იყურებიან. ,,მხედრიონიც'' იწყებოდა ასე

ქართული ოცნება კრებს კაცებს, რომელნიც კუნთებზე იყურებიან. ,,მხედრიონიც” იწყებოდა ასე

Published on

მმართველი გუნდი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. კონსულტაციები წინა დღეების მსგავსად "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამჯერადაც გვიანობამდე გაგრძელდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე დღის ბოლოს სპორტსმენები და ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრიათ, თუმცა "ქართული ოცნების" ოფისში მათი მისვლის მიზეზად წინასაარჩევნო საკითხები კატეგორიულად გამორიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციებში უშუალოდ იყვნენ ჩართული ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე.
 
"გავიარე, ვნახე ჩემი ძველი კოლეგები და მეგობრები,"-აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური. 
 
"ქართული ოცნების" ოფისში ვიზიტს, ძველი მეგობრების ნახვას უკავშირებს, ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძეც. 
 
"მეგობართან ვიყავი კახასთან, საარჩევნო იმაზე არ დაგვილაპარაკია,"-აცხადებს დემეტრაძე.
 
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გიგა ახვლედიანთან პირად საქმეზე სასაუბროდ იმყოფებოდა. მისი თქმით ვიზიტი არ უკავშირდება არჩევნებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...